ჩვენ შესახებ

პირველი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელმაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (ISO) ხარისხის მართვის სერთიფიკატი მიიღო.
ერთადერთი სამშენებლო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელსაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (ISO) ხარისხის მართვის სერთიფიკატი ოთხჯერ აქვს მიღებული.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ვაშენოთ ფუნქციური, ესთეტიკური და არქიტექტურული ღირებულებებით გამორჩეული შენობები, რომლებიც გაუძლებენ დროს.

ჩვენი მიზანი

მაღალი ხარისხის სამუშაოების კონკურენტუნარიან ფასებში შესრულებით გადავაჭარბოთ კლიენტის მოლოდინს.

მომსახურება

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს. სრული ჩამონათვალის სანახავად, მიყევით ბმულს.

ISO სტანდარტის შესახებ

მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ნდობის ხიდი კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტის ხარისხზე გადის. სწორედ ხარისხი არის ის გარანტი, რომელიც მომხმარებლის კეთილგანწყობას განაპირობებს. ხარისხი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ მწარმოებელმა ადვილად დაიკავოს ადგილი ბაზარზე, სადაც დღეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მძაფრი კონკურენციაა გაჩაღებული. შესაბამისად, როდესაც წარმოდგენილი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ეფექტურობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, მით უფრო მაღალია მომხმარებლის ნდობა და მით უფრო ადვილად იზიდავს სასურველ მომხმარებელს მწარმოებელი. ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ISO 9001-ს სახელითაა ცნობილი, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კომპანიის პრესტიჟულობას. ISO (International Organization for Standardization) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს. ISO 9001 ISO 9000-ის სტანდარტების სერიაში შედის. ეს არის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ორგანიზაციისა და საწარმოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემისადმი მოთხოვნებს აღწერს. ISO გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს და მიზნად არა მხოლოდ მეწარმეების, არამედ საზოგადოების დაკმაყოფილებას ისახავს. ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა.

მიღებული სერთიფიკატები

12

წლიანი გამოცდილება

120

დასრულებული პროექტი

7

მიმდინარე პროექტი

315000

კვ.მ აშენებული და გარემონტებული ფართი