ვინ ვართ ჩვენ

ჩვენი მისია და მიზნები

მისია და მიზნები

ჩვენი მისიაა ვაშენოთ ფუნქციური, ესთეტიკური და არქიტექტურული ღირებულებებით გამორჩეული შენობები, რომლებიც გაუძლებენ დროს.
ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის სამუშაოების კონკურენტუნარიან ფასებში შესრულებით გადავაჭარბოთ კლიენტის მოლოდინს.

ისტორია

2005 წელს დაარსებული “ახალი სამშენებლო კომპანია” (“ასკ”) სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სფეროში კომერციული, სამრეწველო და ინსტიტუციონალური კლიენტების გამოცდილი პარტნიორია. “ასკ”-ს შესრულებული აქვს როგორც მცირე, ასევე დიდი მასშტაბის პროექტები. ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ადამიანური რესურსები და ტექნიკური აღჭურვილობა იმისათვის, რომ ნებისმიერი პროექტი დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში შევასრულოთ. “ასკ”-ს სახელი ყოველთვის ხარისხთან, კონკურენტუნარიან ფასებთან, რესურსების ეფექტურ მართვასთან და ეთიკურ ბიზნეს პრაქტიკასთან ასოცირდება. ჩვენი უდიდესი აქტივი ჩვენი ხალხია. “ასკ”-ს თანამშრომლები დიდი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებსაც შესწევთ უნარი დაგეგმონ და შეასრულონ ყველა სირთულის სამუშაო.