Eng/Geo

ჩვენი მისიაა ვაშენოთ ფუნქციური, ესთეტიკური და არქიტექტურულად ღირებული შენობები, რომლებიც გაუძლებენ დროს.

2005 წელს დაარსებული ”ახალი სამშენებლო კომპანია” (”ასკ”) სამშენებლო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო/სარესტავრაციო და შემდგომი ტექნიკური მომსახურების სფეროში კომერციული და სამრეწველო კლიენტების გამოცდილი პარტნიორია. 2007 წელს ”ასკ”-მ მიიღო ხარისხის მართვის სერთიფიკატი ISO 9001:2000. ის პირველი სამშენებლო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელსაც ეს სერთიფიკატი მიენიჭა. ”ასკ”-ს შესრულებული აქვს როგორც მცირე, ასევე დიდი მასშტაბის პროექტები. ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ადამიანური რესურსები და ტექნიკური აღჭურვილობა, რათა ნებისმიერი პროექტი დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში შესრულდეს. ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომლებსაც სამშენებლო სფეროში დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენი წარმატებული საქმიანობით დავიმსახურეთ კლიენტების ნდობა და ქართულ სამშენებლო ბაზარზე ღირსეული სამშენებლო პარტნიორის რეპუტაცია დავიმკვიდრეთ.

ჩვენი მიზანია გადავაჭარბოთ კლიენტის მოლოდინს, მაღალი ხარისხის სამუშაოების კონკურენტუნარიან ფასებში შესრულებით.



© 2006. Art Villa Garikula Publishing Atelier